
ფოსტა
ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი, ჩარლზ ბუკოვსკი (1920-1994) მრავალი რომანის, მოთხრობისა და ლექსის ავტორია, მაგრამ „ფოსტა“ – მწერლის პირველი ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, რომელიც სამ კვირაში დაიწერა და რომლის მიძღვნაშიც ავტორი აცხადებს: „ვასაღებ მხატვრულ ლიტერატურად და არავისაც არ ვუძღვნი“ – მაინც გამორჩეულია. წიგნის მთავარი გმირი ბუკოვსკის ალტერ ეგო, ჰენრი ჩინასკია, რომელიც ფოსტაში მუშაობს. რომანმა მწერალს დიდი წარმატება მოუტანა და ერთხელ და სამუდამოდ დაუმკვიდრა საპატიო ადგილი ე. წ. „ბინძური ლიტერატურის“ ჟანრში. მიუხედავად თხრობის ხაზგასმულად ნატურალისტური, ზოგჯერ შოკის მომგვრელი მანერისა, მწერლის იუმორი და საკუთარი თავის მიმართ უაღრესად საღი და ირონიული დამოკიდებულება ამ რომანს დაუვიწყარ საკითხავად აქცევს.
წიგნის დეტალები
სათაური
ფოსტა
ავტორ(ებ)ი
მთარგმნელ(ებ)ი
სერიის დასახელება
დიოგენეს ბიბლიოთეკა
ISBN
9789941117848
ფორმატი
13.5 x 19.5 სმ.
გვერდების რაოდ.
244 გვერდი
ყდა
რბილი ყდა
კატეგორია
პროზა
წელი
2023
წონა
0,245 კგ