ქეთი ქანთარია

ქეთი ქანთარია

მთარგმნელი

ქართველი

ქეთი ქანთარია (1969) – მთარგმნელი, ჟურნალისტი. 1991 წელს დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი. 1998-2000 წლებში გაიარა ი.ჭავჭავაძის უცხო ენების ინსტიტუტის ინგლისური ენის სინქრონული თარგმანის ორწლიანი კურსი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ამერიკის საელჩოში, საქართველოს ტექნიკურ ბიბლიოთეკაში, „ღია საზოგადოება - საქართველოში“ და ა.შ. 2007-2018 წლებში სტატიებს წერდა და თარგმნიდა ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“, „ლიბერალში“ და სხვ. 2013, 2015 და 2020 წლებში იყო პრემია „საბას“ ჟიურის წევრი. 2005 წლიდან თარგმნის მხატვრულ ლიტერატურას. ნათარგმნი აქვს პოლ ოსტერის, პიტერ კერის და სხვათა ნაწარმოებები. 2007 წელს „საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის“ ნომინაციაში მიენიჭა პრემია „საბა“. 2019-2020 წლებში მიიღო თუმანიშვილის პრემია.