ჭერი ასწიეთ, დურგლებო და სიმორი, შესავალი
0,0 (0 ხმა)
1148
წიგნი პირველად 1963 წელს გამოქვეყნდა. ”ჭერი ასწიეთ, დურგლებო” და ”სიმორი, შესავალი” მჭიდრო კავშირშია სელინჯერის სხვა ორ წიგნთან:”ცხრა მოთხრობასა” და ”ფრენი და ზუისთან”.
”ჭერი ასწიეთ, დურგლებო” პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. მთხრობელი ბადი გლასია, რომელიც აღწერს მის უჩვეულო ოჯახს და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის. ”სიმორი, შესავალი” ასევე გლასების ოჯახზე მოგვითხრობს. კერძოდ -სიმორის - უფროსი ძმის შესახებ, რომელიც ოჯახის ყველასგან გამორჩეული წევრია. იგი ცხოვრებას თვითმკვლელობით ამთავრებს. სელინჯერის სხვა წიგნის ”ფრენისა და ზუის” მსგავსად ძენ ბუდიზმისა და ინდური ფილოსოფიის თემა აქაც ერთ-ერთი მთავარია.