
ვახტანგ ჭელიძე
მთარგმნელი
ქართველი
ვახტანგ ჭელიძე (1917-2005) - მთარგმნელი, მწერალი. 1941 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით. სხვადსხვა წლებში მუშაობდა პედაგოგად საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში. იყო საბავშვო ლიტერატურის გამომცემლობის "საბლიტგამის" მთავარი რედაქტორი. წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთის რედაქტორად. ნათარგმნი აქვს შექსპირის, სელინჯერის, დიკენსის და სხვათა ნაწარმოებები. არის მრავალი წიგნის, პუბლიცისტური წერილის, თარგმანის, ლიტერატურული პორტრეტისა და პუბლიცისტური წერილის ავტორი.