ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე

მთარგმნელი

ქართველი

მთარგმნელი, ლექტორი  (თსუ, ანგლისტიკის მიმართულება). თარგმნილი აქვს არაერთი მხატვრული თუ სამეცნიერო ლიტერატურული ნაწარმოები ინგლისურიდან ქართულ და ქართულიდან ინგლისურ ენაზე სხვადასხვა გამომცემლობებისათვის. მათ შორის გამოირჩევა: ჯერომ სელინჯერის „სიმორი-შესავალი“, სოლ ბელოუს „ჰენდერსონი, წვიმის მეფე“, პამელა ტრავერსის „მერი პოპინსი“, ვირჯინია ვულფის „გზა შუქურისკენ“, „ორლანდო“, ედგარ ალან პოს „ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი“, ჩარლზ დიკენსის „ორი ქალაქის ამბავი“, ალი სმითის „შემოდგომა“, ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“, „მიდი, დააყენე დარაჯი“, მაჰათმა განდის „ჩემი ავტობიოგრაფია“. არის რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის ფინალისტი, ორგზის „საბას“ ლაურეატი.