ბოჰუმილ ჰრაბალი
ავტორი
უცხოელი
ჩეხი მწერალი. დაიბადა 1914 წელს ბრნოში. უნივერსიტეტში იურისპრუდენციას სწავლობდა. მუშაობდა ტელეგრაფისტად, რკინიგზის სადგურის მორიგედ, კომივოიაჟერად, სცენის მუშად... ჰრაბალის წიგნებს შორის ყველაზე ცნობილია რომანები „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“, „მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“ და "მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა". პირველი ორის მიხედვით ცნობილმა ჩეხმა რეჟისორმა ირჟი მენცელმა ფილმები გადაიღო.
1997 წელს ბოჰუმილ ჰრაბალი ტრაგიკულად დაიღუპა - იგი საავადმყოფოს მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.