23%
ახალი
მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა

მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა

პატარა ადამიანი და მისი უკიდეგანო სამყარო, რეალობის კომიკურობა და უკიდურესი ტრაგიზმი - ეს დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის (1914 - 1997) საყვარელი თემებია, რომლებსაც ავტორი ამ პატარა, მაგრამ მის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანეს რომანში კიდევ ერთხელ უბრუნდება.

ამბის მთხრობელი მაკულატურის მწნეხელი ჰანტაა, რომელიც თავის Love-story-ს ჰყვება, თუმცა „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“ მთავარი გმირის გამორჩევა რთულია: ყველა პერსონაჟი - მზეთუნახავი მანჩინკა, ბოშა ქალები, ახალგაზრდა მუშები ფერად-ფერადი ხელთათმანებით თუ ჰანტას რკინიგზელი ბიძა, რომელიც ხეხილის ბაღში ვაგონეტზე შემომდგარა - მწერლისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.

წიგნის დეტალები

სათაური

მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა

ავტორ(ებ)ი

მთარგმნელ(ებ)ი

სერიის დასახელება

დიოგენეს ბიბლიოთეკა

ISBN

9789941117855

ფორმატი

13.5 x 19.5 სმ.

გვერდების რაოდ.

108 გვერდი

ყდა

რბილი ყდა

კატეგორია

პროზა

წელი

2023

წონა

0,115 კგ