
ჰანტერ ს. თომპსონი
ავტორი
უცხოელი
ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი. დაიბადა 1937 წელს კენტაკის შტატის ქალაქ ლუისვილში. თომპსონი გონზო-ჟურნალისტიკის ფუძემდებელია, სტილის, რომელიც აღწერილ მოვლენებში ავტორის უშუალო მონაწილეობასა და სუბიექტურობას გულისხმობს. მწერლის ყველაზე ცნობილი წიგნია „ზაფრა და გულისრევა ლას ვეგასში“. 2005 წელს ჰანტერ თომპსონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.