თეა თოფურია

თეა თოფურია

ავტორი

ქართველი

დაიბადა 1977 წლის 26 ოქტომბერს, სოხუმში. 1998 წელს დაამთავრა ივანე  ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობს მედიასა და არასამთავრობო სექტორში. 2012 წლიდან არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. მისი პირველი კრებული (პროზა-პოეზია) 2007 წელს დაიბეჭდა. ამ დრომდე მას გამოცემული აქვს ათამდე წიგნი. წერს როგორც საუფროსო ასევე საბავშვო ლიტერატურას. თეა თოფურიას პროზა და პოეზია ნათარგმნია 15-მდე ენაზე. ბევრჯერ იყო სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსების ნომინანტი და ლაურეატი. რამდენჯერმე წარადგინეს ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო პრიზზე.