ზურაბ დარსაძე
ავტორი
ქართველი
ზურაბ დარსაძემ (1980) დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. არის მათემატიკის მაგისტრი. 2001 წლიდან მუშაობს სხვადასხვა IT კომპანიებში, ამჟამად არის შპს მაგთიკომის კომპიუტერული ქსელის ინჟინერი. 2012 წლიდან არის კომაროვის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი და საოლიმპიადო წრის ხელმძღვანელი. 2015-2016 წლებში გახლდათ კომაროვის სკოლის ხელმძღვანელი ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, სადაც სკოლა მე-3 საპრიზო ადგილზე გავიდა, ხოლო ინდივიდუალურად მოსწავლეებმა შეძლეს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება. არის „დიოგენეს“ ინფორმაციული და საკომუკაციო ტექნოლოგიების V და VI კლასების სახელმძღვანელოების თანაავტორი.