გაიცანი მასწავლებელი - მარიამ მენაბდე
რომელი უნარის განვითარება მიგაჩნიათ მოსწავლესთვის უმნიშვნელოვანესად?
ცოტა რთულია, რომელიმე ერთი კონკრეტული უნარის გამოყოფა, თუმცა ალბათ მაინც უმნიშვნელოვანესია ემოციური ინტელექტი, საკუთარი ემოციების გაგება, სხვების ემოციების აღქმა ხელს უწყობს პიროვნების განვითარებას, პიროვნების განვითარება კი მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ის საშუალებას აძლევს ადამიანს სრულად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი, გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი და მოერგოს გარემოსა და საზოგადოებას, შესაბამისად ვფიქრობ ყველა მასწავლებლის უმნიშვნელოვანეს მიზანს, სწორედ ამ უნარის განვითარება უნდა წარმოადგენდეს.
თუ ჩემს შვილს მოგაბარებთ, როგორ დაეხმარებით მას გაუმკლავდეს სირთულეებს საკლასო ოთახში? თქვენ რას გააკეთებთ კონკრეტულად.
ემოციური მხარდაჭერა და მოტივაცია, ინდივიდუალაური მოდგომა და საჭიროების შემთხვევაში სწავლის პროცესის ადაპტირება, ეს არის ის რაც შემიძლია თქვენს შვილს შევთავაზო, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და გაუმკლავდეს სირთულეებს საკლასო ოთახში.
როგორც ვიცი სამოქალაქო კომპეტენციების განვითარება ყველა საგნს მასწავლებლის ვალდებულებაა. ხომ ვერ გაგვიზიარებთ კონკრეტულად თქვენი საგნის ჭრილში განხორციელებული ერთი აქტივობას, რომელიც ამ კომპეტენციის განვითარებაზეა ორიენტირებული?
პროექტული მუშაობა „ჩემი ქალაქის/სოფლის ცვლილებების გეგმა“, რომლის მიზანია აქტიური მოქალაქეობის მნიშვნელობის გააზრება. პროექტული მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები თავად დაამუშავებენ და პროექტის სახით წარადგენენ იდეებს, რომელიც გაამჯობესებს მათი და საზოგადოების ცხოვრების ხარისხს.
თუ შეძლება გვითხარით: მასწავლებლობა ვალდებულებაა თუ პრივილეგია? და რატომ ფიქრობთ ასე
მასწავლებლობა შეიძლება ერთდროულად განვიხილოთ როგორც პრივილეგიად, ისე ვალდებულებად, რადგან ეს პროფესია მოიცავს ორივე ასპექტს: მასწავლებელს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს მოსწავლეების ცხოვრებასა და მსოფლმხედველობაზე, სწავლების პროცესში თავადაც იღებს ახალ გამოცდილებას, ამავდროულად არის დიდი პასუხისმგებლობა, საჭიროებს მუდმივ განვითარებას, დროის და ენერგიის ინვესტიციას, აქვს ეთიკური პასუხისმგებლობა. მარტივად, რომ ვთქვათ ეს პროფესია მოითხოვს დიდი შრომასა და თავდადებას, მაგრამ ამავდროულად გთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, დადებითი ცვლილებები შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში.
რა არის ის ერთი (ან რამდენმე) ბონუსი, რომლის გამოც ხართ მასწავლებელი?
როგორც ერთ-ერთ ჩემს ვიდეოში (5 მიზეზი რატომ უნდა გახდე მასწავლებელი) ვთქვი სკოლა საუკეთესო გზაა სამყაროს შესაცვლელად, ასევე ადგილი სადაც ყოველთვის შეგიძლია თავი ვარსკვლავად იგრძნო, არადროს გაქვს მოდუნების უფლება, ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა თუ რა ბონუსები აქვს მასწავლებლობას!