მადონა ბოკუჩავა
მთარგმნელი
ქართველი
მადონა ბოკუჩავა (1989) – 2011 წელს დაამთავრა თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, რომანული ფილოლოგია, იტალიური ენა; მეორადი სპეციალობა - ისტორია. 2011 წელს, იტალიის საელჩოს დაფინანსებით, სწავლობდა პერუჯის უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა იტალიური ენის თარჯიმნად. ამასთანავე, არის პროფესიონალი მოჭადრაკე _ ფიდეს ოსტატი ქალთა შორის. ევროპის ორგზის პრიზიორი ახალგაზრდებს შორის. ჭადრაკის მწვრთნელი.
არის ავტორი თარგმანებისა: „თათრების უდაბნო“, „ოჯახური ლექსიკა“ და სხვ. „თათრების უდაბნოს“ თარგმანისათვის წარდგენილი იყო პრემია „საბაზე“.