ახალი
თათრების უდაბნო

თათრების უდაბნო

იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის, დინო ბუცატის (1906 – 1972) „თათრების უდაბნო“ მეოცე საუკუნის რომანებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. წიგნმა ბევრ თანამედროვე დიდ მწერალზე მოახდინა გავლენა.
სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერ ჯოვანი დროგოს უდაბნოს კიდეზე მდებარე სასაზღვრო გარნიზონში აგზავნიან. ბასტიანის ციხესიმაგრეში სამხედროები მუდმივ მზადყოფნაში არიან. დღეები დაძაბულ მოლოდინში გადის, რადგან, ადრე თუ გვიან, უდაბნოს მხრიდან მტერი უნდა გამოჩნდეს...