
ფერფლი
თამარ ბართაიას მკითხველი იცნობს, როგორც წარმატებულ დრამატურგს. მისი პიესები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და დადგმულია მსოფლიოს არაერთი თეატრის სცენაზე, მათ შორის, აშშ-ში (ნიუ-იორკი, ბროდვეი), დიდ ბრიტანეთში (ლონდონი, ედინბურგი) და სხვ.
გამოცემული აქვს პიესების რამდენიმე კრებული. არის დრამატურგ ქალთა მსოფლიო ასოციაციის წევრი. მიღებული აქვს არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პრემია, მათ შორის, ლიტერატურული პრემია „საბა“.
„ფერფლი“ თამარ ბართაიას პირველი რომანია.
თავსდამტყდარი უბედურების გამო ახალგაზრდა ქალს ზურგს შეაქცევენ. მისი ოჯახის ტრაგედიის მიზეზიც ეს ინციდენტი ხდება. ქალი ცდილობს ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას და თითქოს ახერხებს კიდეც, მაგრამ იმედგაცრუებების სერია არ მთავრდება, საბოლოოდ კი საკუთარ ქვეყნაზე განაწყენებული ემიგრაციაში მიემგზავრება, ეუფლება ახალ პროფესიას და საკმაოდ წარმატებული ხდება. მიუხედავად არაერთი მამაკაცისა მის ცხოვრებაში, გულში მხოლოდ ერთის სიყვარულს ატარებს. მისი ყოფა სავსეა მოულოდნელობებით, ბოლოს კი კვლავ არჩევანის წინაშე დგება...
წიგნის დეტალები
სათაური
ფერფლი
ავტორ(ებ)ი
სერიის დასახელება
ET CETERA
ISBN
9789941116674
ფორმატი
13.5 x 19.5 სმ.
გვერდების რაოდ.
248 გვერდი
ყდა
რბილი ყდა
კატეგორია
პროზა
წელი
2021
წონა
0,246 კგ