თამარ ბართაია

თამარ ბართაია

ავტორი

ქართველი

თამარ ბართაია (9 თებერვალი, 1959) თეატრისა და კინოს დრამატურგი, მწერალი, დოკუმენტური კინოს რეჟისორი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორია. მისი პიესები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და დადგმულია მსოფლიოს არაერთი თეატრის სცენაზე, მათ შორის, აშშ-ში (ნიუ-იორკი, ბროდვეი), დიდ ბრიტანეთში (ლონდონი, ედინბურგი) და სხვ. გამოცემული აქვს პიესების რამდენიმე კრებული და ერთი რომანი. თამარ ბართაია არის დრამატურგ ქალთა მსოფლიო ასოციაციის წევრი. ავტორს მიღებული აქვს არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პრემია, მათ შორის, ლიტერატურული პრემია „საბა“.