
უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს
„უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ ამერიკელი მწერლის ჯონათან საფრან ფოერის (1977) მეორე და ყველაზე ცნობილი რომანია. წიგნის მთავარი გმირია ცხრა წლის ოსკარ შელი, ჭკვიანი და უცნაური ბიჭი, რომელსაც 11 სექტემბერის ტრაგედიისას მამა დაეღუპა. ოსკარი ცდილობს, მამის სიკვდილით გამოწვეულ დარდს ებრძოლოს და ეს ბრძოლა ფსიქოთერაპიის სეანსიდან კი არ იწყება, რომელზეც დედას მიჰყავს, არამედ მამის ნივთებში ნაპოვნი კონვერტიდან, რომელშიც გასაღები დევს.
ოსკარი მთელ ნიუ-იორკში ეძებს საკეტს, რომელსაც ის მოერგება და იმედი აქვს, რომ შეიტყობს მამასთან დაკავშირებულ საიდუმლოს.
„უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ ჯონათან საფრან ფოერის მეორე წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა. „დიოგენეს“ ასევე გამოცემული აქვს მწერლის სადებიუტო რომანი „სრული გასხივოსნება“.
წიგნის დეტალები
სათაური
უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს
ავტორ(ებ)ი
მთარგმნელ(ებ)ი
სერიის დასახელება
ET CETERA
ISBN
9789941115691
ფორმატი
13.5 x 19.5 სმ.
გვერდების რაოდ.
502 გვერდი
ყდა
რბილი ყდა
კატეგორია
პროზა
წონა
0,418 კგ