ფუტკრების იდუმალი ცხოვრება

ფუტკრების იდუმალი ცხოვრება

ამერიკელი მწერლის, სიუ მონკ კიდის რომანი „ფუტკრების იდუმალი ცხოვრება“ 2002 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. რომანში გადმოცემულია მოზარდის სულიერი ჩამოყალიბების პროცესი - თემა, რომელსაც ჯერომ სელინჯერისა და ჰარპერ ლის წყალობით ამერიკულ ლიტერატურაში მდიდარი ტრადიცია აქვს.

თოთხმეტი წლის ლილი ოუენსი, რომელსაც ადრეული ბავშვობისას შემთხვევით დედა შემოაკვდა, თავის ისტორიას მოგვითხრობს.  შავკანიან მსახურ ქალთან ერთად  ლილი შინიდან გარბის, რათა თავი დააღწიოს მამის დესპოტიზმს. ის გამოცდის მარტოობას, შეიტყობს სიმართლეს დედაზე და, ბოლოს,  ჰუმანური და ბრძენი მეფუტკრე ქალების ოჯახში მოხვედრის შემდეგ, პოვებს სულიერ სიმშვიდეს. საინტერესო სიუჟეტი, ფსიქოლოგიზმი და ორიგინალური სიმბოლიკა რომანს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.

სრულად

წიგნის დეტალები

სათაური

ფუტკრების იდუმალი ცხოვრება

ავტორ(ებ)ი

მთარგმნელ(ებ)ი

სერიის დასახელება

ET CETERA

ISBN

9789941115257

ფორმატი

13.5 x 19.5 სმ.

გვერდების რაოდ.

360 გვერდი

ყდა

რბილი ყდა

კატეგორია

პროზა

წონა

0,300 კგ