ტესტები აბიტურიენტებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში - 2 ნაწილი
სერია ,,ფასილიტატორის'' ფარგლებში გამოცემული წიგნები და კრებულები განკუთვნილია მასწავლებლების,მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის.
ამჯერად წარმოგიდგენთ ტესტების კრებულს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან:
1. ,,ტესტები აბიტურიენტებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში'' - 1 ნაწილი
2. ,,ტესტები აბიტურიენტებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში'' - 2 ნაწილი
კრებული შედგენილია ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნების შესაბამისად და განკუთვნილია როგორც აბიტურიენტების, ისე საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. გამოცდის ფორმატის გათვალისწინებით შერჩეული მასალის დამუშავება დაგეხმარებათ შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენებაში, სხვადასხვა ტიპისა და სირთულის დავალების შესრულებაში. მუშაობის დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით წიგნში ზოგიერთ დავალებას არ ახლავს გასწორებული ვარიანტი, თუმცა თქვენი საბოლოო წარმატებისთვის გამომცემლობა ,,დიოგენე'' გთავაზობთ მუდმივ ინტერაქციას კრებულის ავტორთან სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით.