ახალი

მორალური წერილები ლუკილიუსს
0,0 (0 ხმა)
1080
„მორალური წერილები ლუკილიუსს“ ცნობილი რომაელი ფილოსოფოსის, პოეტის, სახელმწიფო მოღვაწის, სტოიციზმის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ლუციუს ანეუს სენეკას (ძვ. წ. 4 - ახ. წ. 65) ნაშრომია. რომის იმპერიის ცნობილი პოეტისა და სახელმწიფო მოღვაწის, ლუკილიუს უმცროსისადმი გაგზავნილი წერილები ზნეობის საკითხებს ეხება. ავტორი მსჯელობს მეგობრობის, კეთილშობილების, თავისუფლების, სიკვდილ-სიცოცხლის შესახებ; გვთავაზობს რჩევებს, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა; ხსნის, რა არის ფილოსოფია და რას მატებს ის კაცთა მოდგმას.