ტესტები კითხვისა და წერის უნარის განვითარებისთვის, 1 კლასი
სერია ,,დაწყებითი სკოლის“ ფარგლებში გამოცემული წიგნები და კრებულები განკუთვნილია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის.
ამჯერად გამოვეცით ბელა სარიას და ეთერ აფხაზავას ავტორობი9თ განახლებული ტესტების კრებული.
ბელა სარია და ეთერ აფხაზავა ათეული წლებია მუშაობენ ქართული ენის მიმართულებით. ავტორებს აქვთ მდიდარი გამოცდილება, როგორც საავტორო მიმართულებით, ასევე პრაქტიკული საქმიანობით. მათი ავტორობით გამოცემულია მეთოდური რესურსი, გრიფირებული სახელმძღვანელოები, დამხმარე კრებულები.
წინამდებარე გამოცემა - ,,ტესტები კითხვისა და წერის უნარის განვითარებისათვის” მოიცავს 6 ნაწილს:
,,ტესტები კითხვისა და წერის უნართა განვითარებისათვის" I კლასი;
,,ტესტები კითხვისა და წერის უნართა განვითარებისათვის" II კლასი;
,,ტესტები კითხვისა და წერის უნართა განვითარებისათვის" III კლასი;
,,ტესტები კითხვისა და წერის უნართა განვითარებისათვის" IV კლასი;
,,ტესტები კითხვისა და წერის უნართა განვითარებისათვის" V კლასი;
,,ტესტები კითხვისა და წერის უნართა განვითარებისათვის" VI კლასი.
კრებულში განთავსებული ტესტური დავალებები მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისოა. არა მარტო წერა/კითხვის უნარების, არამედ ყურადღების კონცენტრაციის, დაკვირვებულობისა და დეტალებზე ორიენტირების უნარებს განვითარებაში დაეხმარება პატარებს.
კრებული ასევე დიდ სამსახურს გაუწევს მასწავლებლებს, რომლებიც შეძლებენ თითოეული მოსწავლესთვის ინდივიდუალური დავალება შეარჩიონ, საჭიროებიდან გამომდინარე.
კრებულში შეტანილი მრავალფეროვანი დავალებები ხელს შეუწყობს დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მოსწავლეს მოემზადონ საბაზო საფეხურზე სწავლებისთვის.