ახალი
ადამიანის ბუნების შეცნობისათვის

ადამიანის ბუნების შეცნობისათვის

ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის, ალფრედ ადლერის (1870 – 1937) იდეებმა ღრმა კვალი დაატყო XX საუკუნეს. ადლერი ფროიდის ფსიქოანალიზს მალევე ჩამოშორდა და საკუთარი თეორია შექმნა, რომელსაც „ინდივიდუალური ფსიქოლოგია“ უწოდა.
ფროიდისაგან განსხვავებით, ადლერი არაცნობიერისა და სექსუალობის როლს განმსაზღვრელად არ მიიჩნევს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ ფაქტორს. ადლერმა ჩამოაყალიბა არასრულფასოვნების კომპლექსის ცნება. მისი აზრით, პიროვნების განვითარება, დიდწილად, ამ კომპლექსის კომპენსაციაზეა დამოკიდებული. „ადამიანის ბუნების შეცნობისათვის“ პირველად 1927 წელს გამოიცა. მასში ავტორი ადამიანის ქცევის კანონზომიერებებს განიხილავს და „ინდივიდუალური ფსიქოლოგიის“ საფუძვლებს აცნობს მკითხველს.

წიგნის დეტალები

სათაური

ადამიანის ბუნების შეცნობისათვის

ავტორ(ებ)ი

მთარგმნელ(ებ)ი

სერიის დასახელება

NONFICTION

ISBN

9789941118265

ფორმატი

13.5 x 19.5 სმ.

გვერდების რაოდ.

288 გვერდი

ყდა

რბილი ყდა

კატეგორია

არამხატვრული ლიტერატურა

წელი

2023

წონა

0,283 კგ