ათი ღამის სიზმრები
ნაცუმე სოსეკი (1867-1916) თანამედროვე იაპონური ლიტერატურის სათავეებთან დგას. მეიჯის ხანა (1868-1912), რომელშიც მწერალი მოღვაწეობდა, ვესტერნიზაციის ეპოქა იყო – სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გარდატეხის პერიოდი, რომელსაც, იაპონელი ხალხისთვის უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. იმ დროს განვითარებულმა პროცესებმა დიდი გავლენა მოახდინა მწერლის შემოქმედებაზე და განსაზღვრა მისი გმირების ცხოვრება და შინაგანი სამყარო.
წიგნში თავმოყრილია ნაცუმე სოსეკის რჩეული მოთხრობები, რომლებშიც იგი ერთგულების, სიყვარულის, სასოწარკვეთის, სიმამაცის, ვერაგობისა და სისასტიკის შესახებ წერს. მისტიციზმის ბურუსით გარემოცული ეს საოცარი ამბები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე და ხშირად გაოგნებულს ტოვებს მას.