20%-იანი ფასდაკლება ისტორიისა და ქართული ენის შემსწავლელ დამხმარე ლიტერატურაზე

20%-იანი ფასდაკლება ისტორიისა და ქართული ენის შემსწავლელ დამხმარე ლიტერატურაზე

აბიტურიენტებისა და მასწავლებლებისათვის!

ეს წიგნები საუკეთესო საშუალებაა, გადაიმეოროთ ისტორიის სასკოლო კურსი და ივარჯიშოთ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების წინ.
კომპლექტში შედის:

  • ისტორიის მოკლე კურსი - წიგნი სრულად მოიცავს ეროვნული გამოცდის პროგრამულ საკითხებს საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიიდან. ფაქტობრივად იგი აერთიანებს XI-XII კლასების ისტორიის ყველა სახელმძღვანელოს. ავტორები ნატა ახმეტელი და ბესიკ ლორთქიფანიძე.
  • ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტებისათვის, 2023 - წიგნი შედგენილია 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნათა შესაბამისად და განკუთვნილია როგორც აბიტურიენტებისთვის, ისე მოსწავლეებისთვისაც. მასში ასახულია ის ცვლილებები, რომლებსაც მიმდინარე სასწავლო წლის პროგრამა ითვალისწინებს. ავტორი მანანა წერეთელი.

შეიძინეთ მხოლოდ 21,50 ლარად, 26,90 ლარის ნაცვლად. 
მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.