ვალენტინობის საჩუქარი - ფასდაკლება „დიოგენესგან“

ვალენტინობის საჩუქარი - ფასდაკლება „დიოგენესგან“

08.02.2023
1235

მართალია, წიგნის ჩუქებას დღესასწაული არ სჭირდება და თან, როგორც ამბობენ, „ყოველი დღე სიყვარულისაა“, მაგრამ ვალენტინობისათვის გამომცემლობა „დიოგენემ“ განიზრახა, მკითხველები კიდევ უფრო წაახალისოს და მათ 40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

ფასდაკლება მოიცავს 70-ზე მეტ წიგნს და ამ ვრცელ სიაში სხვადასხვა ეპოქისა და  ჟანრის, კლასიკად ქცეული თუ ზოგჯერ დაუფასებელი მხატვრული ლიტერატურა შეგხვდებათ. 

ფასდაკლების პირველივე გვერდზე მაშინვე შეამჩნევთ ვალენტინობისათვის ძალიან შესაფერის „რომეო და ჯულიეტას“. ჩვენთვის უფრო ახლობელი, ქართველი თავადის ასულის სიყვარულის ისტორია "ალი და ნინო" ასევე ხელმისაწვდომია 29%-იანი ფასდაკლებით.

სტივენ კინგის ერთდროულად 5 წიგნიც მოხვდა ამ აქციაში. ასე რომ, საუკეთესო დროა, გაამდიდროთ თქვენი ბიბლიოთეკა ან საყვარელ ადამიანს უსახსოვროთ ამ ცოცხალი ამერიკელი კლასიკოსის წიგნები.

არც თანამედროვე ქართული ლიტერატურა დაგვვიწყებია. გასული წლის „საბას“ საუკეთესო რომანი, ირმა ტაველიძის „ბნელ წყლებში“ საუკეთესო საჩუქარი იქნება.
ასევე ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ქართველი ავტორის წიგნები, მათ შორისაა: ალეკო შუღლაძე, მაგდა კალანდაძე, მინდია არაბული, ზვიად რატიანი.

„დიოგენე“ რომანტიკული განწყობის შექმნაშიც დაგეხმარებათ. შეარჩიეთ წიგნი, ჩვენ მას შევფუთავთ, ბარათზე შენ მიერ მოწერილ სიტყვებს დავაწერთ -  ვალენტინობის  იდეალური საჩუქარი მზადაა.
მთავარია, შეკვეთისას, კომენტარში მიუთითო მისალოცი ფრაზა და დანარჩენს ჩვენ თავზე ავიღებთ და საჩუქარს ადრესატს მივართმევთ. 

გაითვალისწინეთ, რომ ეს ფასდაკლების აქცია მოქმედებს მხოლოდ წიგნების ონლაინ მაღაზიაში ყიდვისას ან „დიოგენეს“ ოფისში შეძენილ წიგნებზე.