
ბნელ წყლებში
გასული საუკუნის მიწურულს პროვინციული თეატრის დასი ჟან ჟენეს „მოახლეების“ დადგმისთვის ემზადება. რეპეტიციები დაწყებულია, როცა იანვრის ერთ დილას თეატრისკენ მიმავალი მთავარი როლის შემსრულებელი გონებას კარგავს და მთელ თვეს საავადმყოფოში ატარებს. თაყვანისმცემელი გოგონების ხშირი სტუმრობით გაბეზრებული ალექსანდრე თავის საფიქრალს მისცემია. თანდათან ირკვევა, რომ მისი წარსული მტკივნეულ, ვერდავიწყებულ ამბებს ინახავს, მომავალში კი არანაკლებ მტკივნეული მოულოდნელობაა... „ბნელ წყლებში“ ირმა ტაველიძის პირველი რომანია. ირმა ტაველიძე ავტორია მოთხრობების ორი კრებულისა („ავტობიოგრაფია ფრანგულად“ და „აღმოსავლეთის გამოგონება“) და ესეების წიგნისა („სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“) .
წიგნის დეტალები
სათაური
ბნელ წყლებში
ავტორ(ებ)ი
სერიის დასახელება
ET CETERA
ISBN
9789941116995
ფორმატი
13.5 x 19.5 სმ.
გვერდების რაოდ.
148 გვერდი
ყდა
რბილი ყდა
კატეგორია
პროზა
წელი
2021
წონა
0,156 კგ