„დიოგენეს“ 6 წიგნი „საბა 2022“-ის ფინალშია!
16.09.2022
1144
წლევანდელ „საბაზე“ ჩვენი გამოცემული 6 წიგნი 3 ნომინაციის ფინალისტია.
- „წლის საუკეთესო რომანის“ წოდებისათვის იბრძოლებს ირმა ტაველიძე რომანით „ბნელ წყლებში“.
- „წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის“ ნომინაციაში ორი ავტორი გვყავს - მაგდა კალანდაძე რომანით „მეორე ოთახი“ და მინდია არაბული მოთხრობების კრებულით „ყოველი ამბის დასასრული“.
- „წლის საუკეთესო თარგმანზე“ კი წარდგენილნი არიან: მაია ბადრიძე - რობერტ მუზილის „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვის“ თარგმანისათვის, პაატა ჯავახიშვილი - მატიას ენარის „კომპასის“ თარგმანისა და ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, პიტერ კერის „კელის საძმოს უტყუარი ამბის“ ერთობლივი თარგმანისათვის.
მკითხველებთან ერთად ვგულშემატკივრობთ ყველა ფინალისტს და წარმატებას ვუსურვებთ მათ!