„დიოგენე“ ახალ სერიას იწყებს!

„დიოგენე“ ახალ სერიას იწყებს!

02.08.2022
2285

შემოდგომიდან გამომცემლობა „დიოგენე“ ახალ სერიას იწყებს.

დიდხანს ვემზადებოდით და გამბედაობასაც კარგა ხანს ვიკრებდით, რადგან ფეხი სანახევროდ უცნობ მიწაზე შევდგით. ჩვენი სერიები, „დიოგენეს ბიბლიოთეკა“, „ამერიკელები“ და „ET CETERA“, ძირითადად, კლასიკური და თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის თარგმანებისაგან შედგება. მხატვრული ლიტერატურის გამოცემა წლების განმავლობაში იყო „დიოგენეს“ მთავარი საქმე, რომელიც გვიყვარდა და, დიდწილად, გამოგვდიოდა.

სერია „NONFICTION“, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, არამხატვრულ ლიტერატურას გააერთიანებს. სწორედ ეს მიმართულება იქნება ჩვენი ახალი პრიორიტეტი. ცხადია, „დიოგენეს“ აქვს არამხატვრული ლიტერატურის გამოცემის გამოცდილება. ჩვენი პირველი წიგნი სულაც იუნგის „სიზმრები“ იყო, ბოლო სიახლეებიდან კი დარვინის „სახეობების წარმოშობის“ ხსენებაც კმარა. მიუხედავად ამისა, მსგავსი ლიტერატურის თარგმნა გამომცემლობის ძირითადი მიმართულება არასდროს ყოფილა. ჩვენი პრიორიტეტი იცვლება. უცვლელი მხოლოდ ის სითამამეა, რომლითაც 10 წლის წინ „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ და მანამდე უთარგმნელი მნიშვნელოვანი მწერლების გამოცემა დავიწყეთ.

ის, რაც სერია „NONFICTION“-ში შემავალ ძალზე განსხვავებულ ავტორებს აერთიანებს, მაძიებელი სული, ნააზრევის მასშტაბურობა და კარგად წერის უნარია.
სერია „NONFICTION“-ის პირველი 4 წიგნი შემოდგომაზე გამოიცემა. ესენია: