გამოვიდა „მერი პოპინსის“ სერიის მე-5 და მე-6 ტომები
20.01.2022
1360
მე-5 ტომში ორი ნაწილია გაერთიანებული - „მერი პოპინსი ალუბლების ქუჩაზე“ და „მერი პოპინსი და სახლი მეზობლად“. ბენქსების ოჯახისა და მათი ძიძის გადასავლები კიდევ უფრო ჯადოსნური და იდუმალი ხდება.
მე-6 ტომი „მერი პოპინსი სამზარეულოში“ გვიყვება იმაზე, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ბენქსების ოჯახი მოულოდნელად მზარეულის გარეშე რჩება და მშობლებიც 1 კვირით მიემგზავრებიან? რა თქმა უნდა, გაჭირვების ტალკვესად კვლავ მერი პოპინსი გვევლინება.
წიგნში ნახავთ არაჩვეულებრივი კერძებისა და ნამცხვრების რეცეპტებს, რომელთა მომზადებაც პატარებთან ერთად უფრო სახალისო იქნება.
წიგნები ინგლისურიდან თარგმნა ია კოროშინაძემ.
სერია პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე სრული სახით.
წიგნი გამოიცემა გამომცემლობა „პალიტრა L”-თან თანამშრომლობით.