პიტერ კერის კიდევ ერთი რომანი „დიოგენეს ბიბლიოთეკაში“!

პიტერ კერის კიდევ ერთი რომანი „დიოგენეს ბიბლიოთეკაში“!

23.12.2021
1049

„კელის საძმოს უტყუარი ამბავი“ ბუკერის პრემიის ორგზის მფლობელი ავსტრალიელი მწერლის, პიტერ კერის (1943) ცნობილი რომანია. სწორედ ამ წიგნისთვის მიენიჭა ავტორს მეორე, 2001 წლის ბუკერი. ნაწარმოების მთავარი გმირია ნედ კელი – ისტორიული პიროვნება, ავსტრალიელი რობინ ჰუდი, რომლის სახელი კონტინენტზე ყველამ იცის. კელიმ 26 წელი იცოცხლა. ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე სახელიც დაიგდო და შიშის ზარსაც სცემდა კოლონიალურ პოლიციას. რომანის მოქმედება XIX საუკუნის 70-იან წლებში, ავსტრალიის ვიქტორიის კოლონიაში ხდება. ავტორი მთავარი გმირის – ნედ კელის – პირით მოგვითხრობს მის ცხოვრებას, ოთხი ადამიანისგან შემდგარი საძმოს შექმნისა და ხელისუფლებასთან დაპირისპირების ამბავს.
წიგნი ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ.

„დიოგენეს ბიბლიოთეკაში“ ასევე გამოცემულია პიტერ კერის რომანი „ძარცვა“, ქეთი ქანთარიას თარგმანი.