„ყვითელი ცდომილის მსახური“ - გამოვიდა პაატა ბერიკაშვილის ბოლო რომანი

„ყვითელი ცდომილის მსახური“ - გამოვიდა პაატა ბერიკაშვილის ბოლო რომანი

19.12.2021
871

პაატა ბერიკაშვილი (1961 - 2017) კარგადაა ცნობილი ქართველი მკითხველისთვის თავისი პოეტური და პროზაული ნაწარმოებებით.

„ყვითელი ცდომილის მსახური“ ფანტასმაგორიული რომანია, რომლის ტექსტში გარეგნული აკადემიზმი შერწყმულია შინაგან ავანგარდიზმთან. ავტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სინტაქსს, თითოეული სიტყვის სიზუსტეს. ნაწარმოების გმირები მძიმე დროების რუხ ტონებში შეფერილ ლანდებს ჰგვანან. ცვალებადი და უიმედოა მათი გუნება-განწყობაც. პერსონაჟების ეგოიზმი და გაბოროტება ეპოქის დამახასიათებელ სოციალურ ავადმყოფობას ჰგავს, თუმცა განკურნებისთვის თავს მაინცდამაინც არ იკლავენ. მათი სამყარო საზოგადოების ფსკერია, რომელიც ხანდახან ისე შეერევა ხოლმე სხვა სოციალური ფენების ყოფას, რომ ჭირს, გაარჩიო, საიდან მოხვდა ესა თუ ის გმირი ამ გროტესკულ რეალობაში. გროტესკული სახეები გროტესკულ რეალობაში მკაცრი ნეგატივია, მაგრამ ერთია მთავარი – მათ შეუძლიათ, იცინონ როგორც საკუთარ პერსონაზე, ისე დანარჩენ სამყაროზე. სიცილი კი გადარჩენის ერთგვარი შანსია.