
საქმიანობა, სახელად ცხოვრება
„საქმიანობა, სახელად ცხოვრება“ – ჩეზარე პავეზეს პირადი დღიურია, რომელიც მოიცავს 1935 წლიდან 1950 წლამდე პერიოდს. წიგნში თავმოყრილია ინტიმური ჩანაწერები, ფიქრები, განცდები და ის ინტელექტუალური კვლევები, რომლებსაც ავტორი თავისი ცხოვრების ბოლო 15 წლის განმავლობაში აგროვებდა.დღიური მკითხველს უშუალოდ აცნობს პავეზეს შინაგან სამყაროს – მარტოობის იმ განცდას, რომელიც მუდამ თან სდევდა, მუდმივ სწრაფვას შემოქმედებითობისკენ, ადამიანებთან ურთიერთობის სირთულეებს.
პირადი ჩანაწერების გარდა პავეზეს დღიური იმ სასტიკ და დაუნდობელ სამყაროს ცხადყოფს, რომელშიც თავად ცხოვრობდა - წერს ომზე, ფაშიზმზე, იტალიაზე...
ეს წიგნი ღრმად ემოციური და ინტელექტუალურად დახუნძლული ქრონიკაა ადამიანისა, რომელიც მუდმივად ეძებდა სიცოცხლის მნიშვნელობას, თუმცა შვებას კი ვერ მიაგნო.