Travel English Dialogues

Travel English Dialogues

ვისთვის არის წიგნი განკუთვნილი?
წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს ნებისმიერ პირს,  რომელიც სწავლობს  ტურიზმის მიმართულებით ან მუშაობს ტურისტულ კომპანიაში, გამუდმებით იცვლის საცხოვრებელ თუ სამუშაო ადგილს და მოგზაურობს ერთიდან მეორე ადგილას.  ვინც მიზნად ისახავს,  თავდაჯერებულად დაამყაროს კომუნიკაცია  ინგლისურენოვან გარემოში: აეროპორტში, საპასპორტო კონტროლისას, ბილეთების დაჯავშნისას, სასტუმროში, უცხო ქალაქში, რესტორანში, გასართობ სივრცეებში, 
სფეროთი   დაინტერესებული პირები რეალური  სიტუაციების ამსახველი დიალოგების  მეშვეობით შეძლებენ, გამოიმუშაონ საჭირო ლინგვისტური უნარები.

წიგნში მოცემული ლექსიკური მასალა განკუთვნილია ინგლისური ენის B1-B2 დონის შემსწავლელთათვის.
 

 

რას გვთავაზობს წიგნი?

12 დიალოგს, რომლებშიც მოდელირებულია  მოგზაურობისას  მნიშვნელოვანი თემები და სიტუაციები, როგორებიცაა უსაფრთხო მოგზაურობა, სასტუმროს შერჩევა,  დაჯავშნა და განთავსება, უცხო ქალაქში კომუნიკაცია, მნიშვნელოვანი ტურისტული მარშუტების დაგეგმვა, ღირშესანიშნავი ადგილების  და მუზეუმების მონახულება,  სარესტორნო სერვისით სარგებლობა, გასართობი დაწესებულებების  შერჩევა/მონახულება, ტრანსპორტით მოგზაურობა და მარშუტების დაგეგმვა,  მენიუს შერჩევა და ა.შ. 

ლექსიკურ დავალებებს, რომლებიც სპეციფიკური მოგზაურობასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიის გამოყენებასა და ათვისებაზეა ორიენტირებული;

თარგმნის ტიპის სავარჯიშოებს, რომელთა მიზანია შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენება;
სალაპარაკო უნარებზე ორიენტირებულ თემატურ კითხვებს;

მოცემული  დიალოგების თემატიკის შესაბამის მოსასმენ დავალებებს;
შემაჯამებელ დავალებებს ყოველი ოთხი დიალოგის შემდეგ;

50 ყველაზე ხშირად გამოყენებად იდიომას, ახსნილს კონკრეტული მაგალითებითა და ტესტური დავალებებით.  
 
 წიგნს გააჩნია როგორც თვითმასწავლებლის, ისე სასწავლო აუდიტორიაში გამოსაყენებელი რესურსის ფუნქცია.

სრულად