ელენე ფაღავა
ავტორი
ქართველი
ელენე ფაღავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სამედიცინო განათლება ნაწილობრივ მიღებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. ატარებს მეცადინეობებს როგორც ქართულ-ენოვან, ასევე ინგლისურ-ენოვან სტუდენტებსა და მაგისტრანტებთან. როგორც მომხსენებელს, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო ფორუმში უცხოეთში. არის ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის თანარედაქტორი.