
დავით წერედიანი
ავტორი
ქართველი
1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში; 1981 წლიდან ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას; 2005 წელს გამოიცა დ. წერედიანის "ანარეკლი" – მისი ძირითადი ნაწილი ქართულ კლასიკურ პოეზიას ეძღვნება, რუსთაველიდან გალაკტიონამდე; ბოლო მონაკვეთი უმთავრესად დასავლურ პოეზიას. მასში, აგრეთვე, შესულია რამდენიმე რჩეული თარგმანი; 2010 წელს გამოიცა პოეტური კრებული "ორიონი"; განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანსუა ვიიონის "დიდი" და "მცირე ანდერძის" თარგმანები; თარგმნა ძმები გრიმების ზღაპრები. 2017 წელს გოეთეს ინსტიტუტმა და DVV International-მა დავით წერედიანი ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღმავებაში შეტანილი წვლილისათვის გივი მარგველაშვილის სახელობის (გერმანულ-ქართული) პრემიით დააჯილდოვა.