ალექსანდრ ფლორენსკი

ალექსანდრ ფლორენსკი

ავტორი

უცხოელი

რუსი მხატვარი ალექსანდრ ფლორენსკი (1960) პეტერბურგის არტ-ჯგუფის „მიტკი“ ერთ-ერთი დამაარსებელია. ფლორენსკის ოჯახს მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოსთან: მისმა დიდმა ბაბუამ მთელი ცხოვრება საქართველოში გაატარა, მამაც თბილისში დაიბადა და აქვე დაამთავრა გიმნაზია. მხატვარმა „დიოგენეში“ გამოსცა ორი არტ-წიგნი: „თბილისური ანბანი“ და „ქართული ანბანი“. წიგნები დასურათებულია ორიგინალური, ხელით შესრულებული გრაფიკული ჩანახატებით, რომლებიც ანბანის მიხედვითაა დალაგებული.