ჯონ ფაულზი

ჯონ ფაულზი

ავტორი

უცხოელი

ჯონ ფაულზი 1926 წელს ინგლისში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვაო ქვეითად მსახურობდა, მოგვიანებით კი  ოქსფორდში ფრანგულს სწავლობდა. რამდენიმე წელი ფაულზმა საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გაატარა, სადაც მასწავლებლად მუშაობდა. სწორედ ამ დროს დაიწყო წერაც. „კოლექციონერს“ - ფაულზის პირველ გამოქვეყნებულ რომანს - დიდი წარმატება ხვდა. მწერალმა შეძლო მასწავლებლობისთვის თავი გაენებებინა და მთელი დრო ლიტერატურისთვის დაეთმო. ჯონ ფაულზი - მეოცე საუკუნის ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსი - 2005 წელს გარდაიცვალა.