პ. ლ. ტრევერსი
ავტორი
უცხოელი
ჰელენ ლინდონ გოფმა (1899-1996) 25 წლის ასაკში მშობლიური ავსტრალია დატოვა და ინგლისში გადასახლდა, სადაც მან სახელი შეიცვალა და პამელა ლინდონ ტრევერსი გახდა. მწერალმა მსოფლიო ლიტერატურაში სახელი გაითქვა ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური და იდუმალი პერსინაჟის, ძიძა მერი პოპინსის შესახებ შექმნილი წიგნების სერიით. პერსონაჟი პირველად 1926 წელს დაწერილ მოთხრობაში გამოჩნდა, სერიის პირველი ტომი "მერი პოპინსი" კი 1934 წელს გამოვიდა. მთლიანობაში, რვა ტომი 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იწერებოდა და გამოიცემოდა.