სოლ ბელოუ
ავტორი
უცხოელი
სოლ ბელოუ (10 ივნისი, 1915 – 5 აპრილი, 2005) მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამერიკელი მწერალია. მწერალი დაიბადა ლიეტუველი ებრაელების ოჯახში. მისი მშობლები სოლის დაბადებამდე 2 წლით ადრე სანქტ-პეტერბურგიდან ჩავიდნენ ამერიკაში. სოლ ბელოუ უილიამ ფოლკნერის შემდეგ ყველაზე გავლენიან ამერიკელ მწერლად ითვლება. ბელოუ ათზე მეტი რომანისა და ოთხი მოთხრობათა კრებულის ავტორია. მწერალს მიღებული აქვს ნობელის, პულიცერის და სხვა ლიტერატურული პრემიები.