ყურბან საიდი
ავტორი
უცხოელი
ყურბან საიდი ფსევდონიმია, რომლის შესახებაც მრავალი წელი კრიტიკოსებმა და საზოგადოებამ არაფერი იცოდა, თუმცა, მრავალწლიანი კვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ეს ფსევდონიმი 1905 წელს ბაქოში, მდიდარ ებრაულ ოჯახში დაბადებულ ლევ ნასიმბაუმს ეკუთვნის. მისი ბიოგრაფიის კვლევისას ძალიან ბევრი მსგავსება აღმოჩნდა თავისი რომანის მთავარი გმირის, ალი ხან შირვანშირის ისტორიასთან. ალის მსგავსად, ლევ ნასიმბაუმიც დედით ობოლი იყო, მამა ცნობილი არისტოკრატი გახლდათ და დიდი კავშირი ჰქონდა თბილისთან. ნასიმბაუმების ოჯახი ბაქოში ცხოვრობდა და ქალაქში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ თავი თურქეთს შეაფარა. მომავალმა მწერალმა სტამბულში ისლამი მიიღო და სახელად “ესაი ბეი” ანუ “უდაბნოს კაცი” დაირქვა. მოგვიანებით მწერლის ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა და ლეომ ბერლინის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ უნივერსიტეტში გაიცნო ეროვნებით რუსი, ჟენია ვორონოვა, რომელიც შემდგომში ქართველი ნინოს პროტოტიპი გახდა.