პოლ ოსტერი

პოლ ოსტერი

ავტორი

უცხოელი

ამერიკელი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი და სცენარისტი. დაიბადა ქალაქ ნიუარკში (ნიუ ჯერსის შტატი) 1947 წელს. 1970 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრა. თარგმნიდა ფრანგულ ლიტერატურას. რამდენიმე წლის შემდეგ შეერთებულ შტატებში დაბრუნებულმა გამოაქვეყნა პირველი ლექსები, ესეები და რომანები. ამჟამად ცხოვრობს ნიუ-იორკში. „დიოგენეს“ მკითხველები მწერალს სამი წიგნით იცნობენ _ რომანები „მისნის ღამე“ და ილუზიების წიგნი“, ოსტერისა და კუტზეეს წერილების კრებული „აქ და ახლა“.
აღსანიშნავია, რომ „მისნის ღამე“ ოსტერის პირველი ლეგალური გამოცემაა საქართველოში.