ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო

ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო

ავტორი

უცხოელი

ფრანგი მწერალი. 1963 წელს რომანისთვის „დაკითხვა“ რენოდოს პრემია მიენიჭა. 2008 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში, როგორც „პოეტური თავგადასავლებისა და გონებრივი ექსტაზის ავტორი, მმართველი ცივილიზაციისა და ადამიანობის მკვლევარი“. ლე კლეზიომ პირველი აღიარება 23 წლის ასაკში რომანით „დაკითხვა“ მოიპოვა, რომელმაც მას რენოდოს პრემია მოუტანა. რომანი ასევე გონკურის პრემიის ნომინანტთა მოკლე სიაში მოხვდა. მას შემდეგ მწერალმა 30-ზე მეტი წიგნი გამოაქვეყნა. მისი შემოქმედება მოთხრობებს, რომანებს, ესეებს, ინდიელთა მითოლოგიის ორ თარგმანსა და რამდენიმე საბავშვო წიგნს მოიცავს.