ნიკოლაი გოგოლი
ავტორი
უცხოელი
ნიკოლაი გოგოლი (20 მარტი, 1809 – 21 თებერვალი, 1852) რუსული ლიტერატურის ერთ-ერთი კლასიკოსია. იგი იყო პროზაიკოსი, პოეტი, დრმატურგი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი. გოგოლი რუსული რეალიზმის მამად ითვლება და პირველია, ვინც მწვავედ გააკრიტიკა რუსი საზოგადოება. მიიჩნევენ, რომ ავტორმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც რუსულ, ისე მსოფლიო ლიტერატურაზე.