კენ კიზი

კენ კიზი

ავტორი

უცხოელი

ამერიკელი ავტორი, რომელსაც აღიარება მოუტანა მისმა რომანმა „...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“. 1960-იან წლებში კენ კიზი იქცა კონტრკულტურის გმირად, რომელმაც ბიტნიკების თაობა ჰიპების თაობად აქცია. წიგნის მიხედვით 1975 წელს მილოშ ფორმანის მიერ გადაღებულმა ფილმმა უდიდესი წარმატება ჰპოვა და ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოც მოიპოვა ხუთ ნომინაციაში. თავად ავტორი კი, დაჯილდოების ცერემონიაზე თითქმის არ უხსენებიათ, რაზეც მან უკმაყოფილება გამოთქვა და ფილმის პროდიუსერებს უჩივლა კიდეც.