პიერ ბული

პიერ ბული

ავტორი

უცხოელი

პიერ ბული ფრანგი მწერალია. მისი ყველაზე ცნობილი წიგნებია „ხიდი მდინარე კვაიზე“ და „მაიმუნების პლანეტა“. ამ რომანების მიხედვით გადაღებული ფილმები ჰოლივუდის კლასიკად ითვლება. მეორე მსოფლიო ომის დროს ბული საიდუმლო აგენტი იყო და ეხმარებოდა წინააღმდეგობის მოძრაობას ინდოჩინეთში. ომის შემდგომ წლებში მწერალმა საინჟინრო განათლება, დივერსიების მოწყობის პრაქტიკული ცოდნა (ბულს საგანგებოდ შეასწავლეს ხიდების აფეთქება თუ მატარებლების რელსებიდან გადაყვანა) და სამხედრო ტყვედ ყოფნის გამოცდილება რომანის - „ხიდი მდინარე კვაიზე“ - წერისას გამოიყენა. წიგნი მსოფლიო ბესტსელერად იქცა და მალე მწერლის შემოქმედებით ჰოლივუდიც დაინტერესდა. ფილმი წიგნზე არანაკლებ პოპულარული გახდა, ფილმის საუნდტრეკი კი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოტივია.