
ჰენრი მილერი
ავტორი
უცხოელი
ჰენრი მილერი ამერიკელი მწერალია, რომელიც დაიბადა 1891 წელს ნიუ-იორკში. მისი ახალგაზრდობა მჭიდროდ უკავშირდებოდა ქალაქის მუშათა კლასის უბნებს, და ამ გამოცდილებამ დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე..
მისი სტილი მნიშვნელოვნად უპირისპირდებოდა ტრადიციულ ამერიკულ ლიტერატურას. იგი არ ცდილობდა რეალისტური სიუჟეტების აგებას ან მორალურობის დაცვას. პირიქით, მილერი წერდა შეუფარავად, ეროტიკულად, ხშირად ქაოსურად — როგორც თვითონ ცხოვრობდა, ისე.
იგი გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა პარიზში, სადაც შეხვდა ისეთ მწერლებს, როგორებიც იყვნენ ლოურენს დარელი, ანაის ნინი და სხვები. სწორედ პარიზში დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი რომანები: Tropic of Cancer, Tropic of Capricorn და Black Spring.
მილერის წიგნები დიდი ხნის განმავლობაში იკრძალებოდა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში პორნოგრაფიული შინაარსის გამო.