
როჯერ სკრუტონი
ავტორი
უცხოელი
გამოჩენილი ბრიტანელი ფილოსოფოსისა და ინტელექტუალის, სერ როჯერ სკრუტონის, კონსერვატიული მოტივები და საკამათო შეხედულებები აპლოდისმენტებსა და სახალხო აღშფოთებას იწვევდა. „კონსერვატორი ფილოსოფოსის“ სახელით ცნობილი სკრუტონი თავისი თაობის ყველაზე ღირსეული ანგლო-ამერიკელი კონსერვატორი მოაზროვნე გახლდათ. იგი 1944 წლის 27 თებერვალს დაიბადა. ბრიტანელ ფილოსოფოსს კომუნიზმი და სოციალიზმის ყველა ფორმა ეზიზღებოდა, რომელსაც სულის დამღუპველ სისაძაგლედ მიიჩნევდა. როჯერ სკრუტონი, რომელიც ორმოცზე მეტი წიგნის ავტორია, 2008 წელს ბრიტანული აკადემიის წევრად აირჩიეს. სკრუტონი სხვა ტიპის კონსერვატორი ფილოსოფოსი იყო. მას არ ეგონა, რომ ფილოსოფიას სამყაროს რადიკალური შეცვლა შეეძლო, თუმცა სჯეროდა, რომ ფილოსოფია ადამიანებს კარგი, თუნდაც არასრულყოფილი, მოვლენების დანახვაში დაეხმარებოდა. „კონსერვატიზმი თავისუფლებაა, დიახ“. ამ სიტყვების ავტორი როჯერ სკრუტონი 2020 წლის 12 იანვარს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. იგი 75 წლის გახლდათ.