გივი მარგველაშვილი
ავტორი
ქართველი
გივი მარგველაშვილი, ფილოსოფოსი და მწერალი, დაიბადა ბერლინში, 1927 წელს, ქართველი ემიგრანტის, ტიტე მარგველაშვილის, ოჯახში. ტიტე მარგველაშვილი 1946 წელს შვილთან ერთად მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში. მამა-შვილი დააპატიმრეს და ზაქსენჰაუზენის „გასაბჭოებულ“ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ტიტე მარგველაშვილი დახვრიტეს, ხოლო გივი მარგველაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს და ნება დართეს, თბილისში ნათესავებთან ეცხოვრა.
გივი მარგველაშვილმა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი დაამთავრა და მუშაობდა იქვე, გერმანული ენის მასწავლებლად, ასევე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის წერდა რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს გერმანულ ენაზე, თუმცა მისი არც ერთი ნაწარმოები არ დაბეჭდილა.
გივი მარგველაშვილი ცნობილია აგრეთვე, როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი.
1997 წელს გივი მარგველაშვილი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. 2006 წელს კი მას მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.