
მარგარეტ ეტვუდი
ავტორი
უცხოელი
მარგარეტ ელიანორ ეტვუდი — კანადელი პოეტი, ნოველისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ესეისტი, პედაგოგი, გარემოს დაცვის აქტივისტი და გამომგონებელი.
ეტვუდის მრავალრიცხოვანმა და მრავალფეროვანმა ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (1961 წლის შემდეგ გამოსცა 18 რომანი, პოეზიის 18, მოთხრობების 9 და არამხატვრული პროზის 11 კრებული, ასევე, 8 საბავშვო წიგნი, ორი გრაფიკული ნოველა) ფართო აღიარება მოიპოვა როგორც კანადაში, ისე — მის ფარგლებს გარეთ. იგი არის ართურ კლარკის, ფრანც კაფკას, ასტურიის უფლისწულის, ორგზის ბუკერის (5-ჯერ იყო წარდგენილი), ორგზის გენერალ-გუბერნატორის პრემიების მფლობელი. ასევე, მიღებული აქვს აშშ-ის პენ-ცენტრისა და კრიტიკოსთა საზოგადოების (National Book Critics)- ის პრემიებიც. ეტვუდი 2001 წელს მონაწილეობდა Canada's Walk of Fame-ში.