ბენ მილერი

ბენ მილერი

ავტორი

უცხოელი

ბენ მილერი ამერიკელი ლინგვისტი და ინგლისურის მასწავლებელია, რომელსაც საქართველოსა და ბევრ სხვა  ქვეყანაში ინგლისური ენის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბენს ტიპური ამერიკული დამოკიდებულება აქვს ინგლისურ ენასთან და მის გრამატიკასთან -  მისთვის ენა მუდმივად ცვალებადი და ცოცხალია. ამიტომ მნიშვნელოვნად მიაჩნია, ისეთი გრამატიკა ასწავლოს, როგორიც ყოველდღიურ სასაუბრო ინგლისურში გამოიყენება.

ბენი ასევე შესანიშნავად ფლობს ქართულ ენას, რომლის შესწავლა ჯერ კიდევ ინდიანას უნივერსიტეტში დაიწყო პროფესორ დოდონა კიზირიას ხელმძღვანელობით. სწორედ ქართული ენის სიყვარულმა ჩამოიყვანა იგი საქართველოში 2010 წელს და მას შემდეგ უამრავ ქართველს ასწავლა ინგლისური ენა.