შტეფან ცვაიგი
ავტორი
უცხოელი
ცვაიგი დაიბადა ავსტრიაში, კერძოდ, ქალაქ ვენაში. ვენის უნივერსიტეტში იგი სწავლობდა ფილოსოფიას და ფსიქოანალიზის თეორიას, სადაც ასევე მოღვაწეობდა ცნობილი ფსიქიატრი და ნევროლოგი, ფსიქოანალიზის მამამთავარი — ზიგმუნდ ფროიდი, რომელიც ცვაიგის უფროსი თანამედროვე, მისი მეგობარი და მკურნალი ექიმიც კი იყო. ცვაიგმა თავიდან მოკლე მოთხრობების წერა დაიწყო, რამაც საქვეყნოდ ცნობილი და პოპულარული გახადა. ამავე დროს იგი ძალიან აქტიურად თარგმნიდა მრავალ ფრანგულ ნამუშევარს გერმანულად.